თქვენ ხართ ომი, და თქვენი ერთადერთი ამოცანაა - ადამიანებს მოუტანოთ აპოკალიფსი, თესოთ სიკვდილი და განკითხვის დღეს ღვთის სასჯელს წარმოადგენდეთ. და აი დადგა ის დრო, როცა გამოგიძახეს... მაგრამ რა ხდებაი დედამიწაზე ჩასული ომი ხედავს გაპარტახებას - ჯოჯოხეთს დედამიწაზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! დემონები და ადამიანები ერთმანეთს სასიკვდილო ბრძოლაში შეებნენ და სიკვდილის და ცეცხლის ეს გუნდა თქვენსკენ მოექანება. ბოლოს კი ყველაზე ძლიერი დემონის ხელით კვდებით... ჯოჯოხეთში ხართ... 100 წლის შემდეგ ომს ტუსაღობიდან საბჭო გამოიხსნის, მაგრამ არა იმისთვის, რომ სასჯელისგან გადაარჩინოს. არამედ, ისინი თვლიან რომ ომი თვითონვეა ყველაფერში დამნაშავე და სთავაზობენ შექმნილი სიტუაციის გამოსწორებას.
|